ალერგოლოგია-იმუნულოგია

ალერგიულ დაავადებათა მიმართ დიდ ინტერესს დღეს მთელ მსოფლიოში განაპირობებს ალერგიის სიხშირის განუხრელი ზრდა. ბრონქული ასთმა კი კაცობრიობის ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა და მისი სიხშირეც მთელ მსოფლიოში წლიდან წლამდე იზრდება.

ასთმას ახასიათებს სუნთქვის გაძნელება, ხველა მეტად ღამით ან გათენებისას, შებოჭილობა გულმკერდში, ხმაურიანი სუნთქვა. ზოგჯერ ასთმას წინ უსწრებს ან თან ახლავს რინიტის სიმპტომები: ცხვირის გაჭედვა, ცემინება, წყლისებური ჩამონადენი, რომელიც შეიძლება იყოს მუდმივწლიური ან სეზონური. ეს იმის მიხედვით თუ რომელი ალერგენი თამაშობს წამყვან როლს დაავადების განვითარებაში. ალერგენის დადგენა კი უნდა მოხდეს ექიმ ალერგოლოგის მიერ სათანადო კვლევით.

ალერგიის გამოვლენა ხშირად ხორციელდება კანის მხრივ: ჭინჭრის ციება (ჭინჭრის ნასუსხის მაგვარი გამონაყარი);  ატოპური დერმატიტი ქავილით; კანის სიმშრალე.

ალერგიის სხვადასხვა ფორმის განვითარებაში შესაძლებელია მონაწილეობდეს სხვადასხვა ალერგენი (კვებითი, მტვრის ტკიპები, სოკოვანი, ეპიდერმული, მცენარეული, მედიკამენტური).

„ N  მედი ქლაბი“ – ში ალერგოლოგის კონსულტაციით შესაძლებელია შემდეგი კვლევების დაგეგმვა პაციენტისთვის დიაგნოზის დასადგენად::

  • კანის ალერგიული სინჯები სხვადასხვა ალერგენებზე (საყოფაცხოვრებო მტვრის, მცენარეული, კვებითი, ეპიდერმული);
  • კვლევა მედიკამენტური ალერგიის გამოსავლენად;
  • სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებათა დიაგნოსტიკა (რენდგენოლოგიური კვლევა, სპირომეტრია);
  • ალერგიულ დაავადებათა იმუნოლოგიური დიაგნოსტიკა;
  • სამკურნალწამლო საშუალებების მიერ გამოწვეული თანმხლები თუ ალერგიული გართულებების მართვა.